U2-მა ნელსონ მანდელას მიულოცა

U2-მა ნელსონ მანდელას მიულოცა

გუშინ დაბადებიდან 93 წელი შეუსრულდა სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს, ადამიანთა უფლებების ცნობილ დამცველ ნელსონ მანდელას.

 

ირლანდიურმა ჯგუფმა “U2”-მა 14 ივლისს, აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში კონცერტი ჩაატარა და მისი მიმდინარეობის დროს ნელსონ მანდელას ეს ღირთშესანიშნავი თარიღი პერსონალურად მიულოცა.

 

კონცერტის დროს მუსიკოსებმა შეასრულეს კომპოზიცია “Happy Bithday”. ეს კომპოზიცია სპეციალურ DVD დისკზე ჩაიწერა და სახრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს გაეგზავნა.

 

გუშინ ქალაქ ნიუ-იორკის რესტორან “The Four Seasons”-ში ნელსონ მანდელას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა. ამ ღონისძიებას ცნობილი მსახიობი მორგან ფრიმენი უძღვებოდა. მას თავის დროზე მანდელას როლი შესრულებული აქვს კლინტ ისტვუდის სურათში “დაუმორჩილებელი”.