პორტუგალიაში ტურისტების გამო ბინის ქირის ზრდას აპროტესტებენ

პორტუგალიაში ტურისტების გამო ბინის ქირის ზრდას აპროტესტებენ

პორტუგალიის ქალაქების პორტუსა და ლისაბონოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ბინის ქირის ზრდის შეჩერებას მოითხოვენ. ამის შესახებ შესახებ Euronews-ი წერს. 

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობის გამო ქირა 20%-ით გაიზარდა. როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში 1 მოსახლეზე 8-9 ტურისტი მოდის.

ტურისტების რაოდენობის ზრდა ამავე მიზეზით აგვისტოში ბარსელონაშიც გააპროტესტეს.