კოსმოსში სასტუმრო იხსნება

კოსმოსში სასტუმრო იხსნება

მსოფლიოში ყველაზე ძვირი სასტუმრო Lover’s Deep Luxury Submarine წაყალქვეშა ნავშია განთავსებული. ოკეანის ბინადრების დათვალიერება მსურველს დღე-ღამეში $150 000 უჯდება, თუმცა მისი რეკორდი მალე მოიხსნება.

2021 წელს სასტუმრო კოსმოში, დედამიწიდან 322 კილომეტრის სიმაღლეზე გაიხსნება, რომელიც სტუმრებს 2022 წლიდან მიიღებს. 12 დღიანი საგზურის ფასი 9.5 მილიონი დოლარია რაც დღე-ღამეში $791 000-ს უდრის, წყალქვეშა სასტუმროზე 5.2-ჯერ მეტს. სასტუმროში მოსახვედრად, უწონადობის მდგომარეობის განსაცდელად და დედამიწის ხედებით ტკბობისთვის სიმდიდრე აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. საჭიროა ასევე სამედიცინო ცნობა და 3 თვიანი ფიზიკური და მენტალური მოსამზადებელი პერიოდის გავლა.

სტუმრებს სამეცნიერო კვლევებში თანამონაწილეობა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობაც შეეძლებათ. სასტუმროს ენერგიით მზე მოამარაგებს.

პირობითი კოსმოსური ზღვარი ჯერ კიდევ 1946 წელს გადაილახა აშშ-ის მიერ მოდერნიზებული გერმანული რაკეტით. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა თანამგზავრი გაუშვა. 1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინი გახდა პირველი ადამიანი რომელიც კოსმოსში გაფრინდა, 1969 წლის 20 ივლის ნეილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე დადგეს ფეხი, უდიდესი მოლოდინის მიკუხედავად კოსმოსის ათვისების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. ერთ-ერთი მიზეზი მაღალი დანახარჯია. ილონ მასკი ხარჯის შემცირების პირობას დებს და ადამიანის მარსზე გაგზავნს გეგმავს რომელიც უკეთეს შემთხვევაში კოსმოსურ სასტუმროზე 175 000-ჯერ უფრო შორსაა.