პერუს არჩევნებში მონაწილეობს ჰიტლერი, რომელსაც ლენინი უჩივის

პერუს არჩევნებში მონაწილეობს ჰიტლერი, რომელსაც ლენინი უჩივის

პერუს მოქალაქემ, სახელად ჰიტლერ ალბა სანჩესმა იუნგარის ოლქის მთავრის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა პოლიტიკოსის მონაწილეობა არჩევნებში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიას საჩივარი მისმა ოპონენტმა - ლენინ ვლადიმერ როდრიგეს ვალვერდემ გაუგზავნა.

გამოცემა El Universal-ის ცნობით, ლენინი იუნგართან ახლოს ცხოვრობს და ოლქთან კავშირი არ აქვს. ჰიტლერი ამბობს, რომ მას არ იცნობს. პოლიტიკოსის აზრით, ოპონენტები უბრალოდ იყენებენ ლენინს იმისთვის, რომ ის რბოლას ჩამოაშორონ. გამოცემა ვერ აკონკრეტებს, თუ რა მისწერა კომისიას ლენინმა.

ადგილობრივი არჩევნები პერუში 7 ოქტომბერს გაიმართება. ჰიტლერი პარტიის "ჩვენ - პერუს" სახელით მონაწილეობს და წინასაარჩევნო აგიტაციის ლოზუნგად იყენებს ფრაზებს "ჰიტლერი - ხალხის კანდიდატი" და "ჰიტლერი - ეს ნდობაა", - "მე კარგი ჰიტლერი ვარ", - ამბობს პერუელი პოლიტიკოსი. 

ის ვარაუდობს, რომ მამამისმა არ იცოდა ვინ იყო ჰიტლერი, როდესაც მას სახელი შეურჩია. "მამამ მგონი ეს სახელი აირჩია იმიტომ, რომ მას უცხო ჟღერადობა ჰქონდა", - ჰყვება პოლიტიკოსი. 

ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებულია ისტორიული პიროვნებების სახელები. მაგალითად, ეკვადორის პრეზიდენტს ლენინ მორენო ჰქვია.