აკადემიკოსი გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ახლა გურიიდან შემატყობინეს, რომ მამაჩემის მშობლიურ სოფელ გურიანთაში, ადგილობრივი მუზეუმის შენობა აუქციონზე გააქვთ.
ეს სოფელი იმით გამოირჩევა, რომ იქ არის ადრექრისტიანული ისტორიის მქონე ნაქალაქარი და ახალი წელთაღრიცხვის (V-VIII ს.ს.) ძეგლი - ვაშნარი.
ხალხი ფეხზე დგას, მაგრამ არაფერი შეუძლიათ.
ყველაფერი როგორ იყიდება?
ხანდახან, იმასაც ვფიქრობ, დღეს, მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, თავისით გაუსკდებოდა გული თუ ძალით „გაუხეთქავდნენ“?
სამწუხაროა, რომ არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათას კაცს გაგაგებინოთ აქ, როგორ ნიავდება კულტურული მემკვიდრეობა. საუბედუროდ, ეს არც პირველია და ალბათ, არც ბოლო...“ - წერს რუსუდან შარაძე.