ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:
ტვ იმედმა ის არ იმყოფინა, თანამშრომლების მთელი კორპუსი რომ წაიყვანა ერთ დღეს და პროდაქშენის გარეშე დატოვა არხი (შედეგი, როგორც ყველაფერს, რასაც ეგ არხი აკეთებს, უდაბლესი, მაგრამ სტატუსი ამაზე არაა), ახლა დარჩენილების სიუჟეტების თუ ინტერვიუების პირატულ ვერსიებს ავრცელებს.
ან ადამიანური თავმოყვარეობა არ გაქვთ მანდ მომუშავეებს, ან პროფესიული სინდისი?
ან, სულ მარტივად, პატრიოტიზმი? – რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, არასდროს არც ერთ ცუდსა თუ კარგ ქართველ ჟურნალისტს არ უკადრია – პუტინის რეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კამპანიის მთავარი საინფორმაციო მანქანის ჭანჭიკები ხართ.
Nodar Meladze იმედზე