„ძალიან სასაცილოდ ჟღერს შეკითხვა სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი და მოსახლეობა? პასუხი უმარტივესია, ცხინვალი, უფრო თუ დავაზუსტებთ, დაცარიელებული კორპუსები, საიდანაც 10 დღის გაყვანილი ჰყავდათ მოსახლეობა, სააკაშვილის ბრძანებით, დაბომბეს არტილერისტებმა, რომლებსაც არავინ არ დაუზიანებიათ, უბრალო მიზეზის გამო, იქ აღარავინ აღარ იყო. რუსებს ცხინვალის მოსახლეობა კაი ხნის ევაკუირებული ჰყავდათ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სამაგიეროდ, ასევე სააკაშვილის ბრძანებით, უკვე ცხვირით ასფალტი რომ ჰქონდა მოთხრილი და მორბოდა, არანაირი მითითება არ გაცემულა ქართული მოსახლეობა განერიდებინათ ჩრდილო კავკასიელ ველურებს და რუს ოკუპანტებს. მან ყველაფერი გააკეთა პუტინის „ზაგატოვკების“ შესასრულებლად. ცუდად ჟღერს ყურისთვის, მაგრამ ფაქტია“, - წერს მალხაზ თოფურია.