ირაკლი შონია: არძინბა ორად მოხრილი შედიოდა ზვიად გამსახურდიას კაბინეტში! რას გაბედავდა მაშინ!

ირაკლი შონია: არძინბა ორად მოხრილი შედიოდა ზვიად გამსახურდიას კაბინეტში! რას გაბედავდა მაშინ!

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

„აჰაა რატომაც არა, აფსუებისთვის ხომ ის განმათავისუფლებელია... ისე სოხუმში არა და თბილისში მინახია არძინბა ორად მოხრილი რომ შედიოდა ზვიად გამსახურდიას კაბინეტში! რას გაბედავდა მაშინ!“ - წერს შონია.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთში გამოუშვეს პირველი ქაღალდის ფული დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით.

ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25 წლისთავს ეძღვნება.  პირველი ქაღალდის ფული - 500 აფსარის (500 “აფსარი”- 5 ათასი რუსული რუბლის ექვივალენტი – დაახლოებით, 73 აშშ დოლარი)  უკანა ფონზე აფხაზი მებრძოლები ჩანან, ხელში აფხაზური დროშით. აქ ნახავთ შვიდ ვარსკვლავსაც, რომელიც „სახელმწიფო“ სიმბოლიკაზეა დატანილი.