ავსტრალიის შემდეგ, მარწყვში ნემსები ახალ ზელანდიაში მდებარე მაღაზიებშიც იპოვეს. სუპერმარკეტების ქსელმა Countdown-მა ქსელიდან ავსტრალიური ბრენდის "Choice" მარწყვის შეფუთვები უკან გაიწვია. ინფორმაციას The New Zealand Herald-ი ავრცელებს.
მარწყვში ნემსები ქალაქ ოკლენდის ერთ-ერთ მაღაზიაში იპოვეს, რის გამოც Countdown-მა მომხმარებლებს მათ სუპერმარკეტებში ნაყიდი მარწყვის უკან დაბრუნება შესთავაზა.
პოლიციაში ამბობენ, რომ მარწყვში ნემსი ერთ-ერთმა მომხმარებელმა იპოვა.
ავსტრალიაში, ქუინსლენდში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლებმა 6 სხვადასხვა ბრენდის მარწყვში ნემსები და ქინძისთავები იპოვეს. ხელისუფლებამ მომხმარებლებს მოუწოდა, ჭამამადე მარწყვი დაჭრან და კარგად შეამოწმონ. ამასთან, ოფიციალური პირები „სასურსათო ტერორიზმზე“ ალაპარაკდნენ და „ტერორისტის“ პოვნაზე ჯილდოდ 100 ათასი ავსტრალიური დოლარიც დააწესეს.