რობოტები ასტეროიდზე პირველად დაფრინდნენ და ფოტოები გადაიღეს

რობოტები ასტეროიდზე პირველად დაფრინდნენ და ფოტოები გადაიღეს

ორი იაპონური მინირობოტი MINERVA-II1A და MINERVA-II1B ასტეროიდ რიუგუზე წარმატებულად დაფრინდნენ. ორივე კარგ მდგომარეობაში იმყოფება და ასტეროიდიდან ინფორმაციას და ფოტოებს აგზავნიან. ამის შესახებ იაპონიის კვლევითი ცენტრი JAXA აცხადებს. 

რობოტები იაპონურ კოსმოსურ ზონდ "ჰაიაბუს-2"-ს, 21 სექტემბერს ჩამოშორდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად ასტეროიდის ზედაპირზე მოძრაობს. 

MINERVA-II1 - ეს პირველი კვლევითი რობოტებია, რომლებიც ასტეროიდის ზედაპირზე დაფრინდნენ. თითოეული რობოტი სულ 1 კილოგრამს იწონის. 

მთლიანობაში "ჰაიაბუს-2"-ის მისიამ სამი ფოტო გამოაქვენა, რომლებიც რობოტებმა გადაიღეს. სურათები უხარისხო გამოდგა, რადგან ერთი რობოტმა მოძრაობის დროს გადაიღო, ხოლო მეორე ახტომის დროს მესამეზე კი მზის სხივის გამო ფოტოზე  თეთრი ლაქებია აღბეჭდილი.