16 და 17 ივლისს, აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის Yankee-ის სპორტულ არენაზე ცნობილმა მომღერალმა, ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ის წევრმა, სერ პოლ მაკარტნიმ კონცერტები ჩაატარა.
16 ივლისს, კონცერტის დასრულებისას მუსიკოსმა საკუთარ თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო.
მოულოდნელად სცენაზე გამოჩნდა პოპულარული ამერიკელი მომღერალი ბილი ჯოელი. ბილმა და პოლმა ერთად შეასრულეს კომპოზიცია “I Saw Her Standing There”.
მაყურებლის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მუსიკოსები მხოლოდ ამ ერთი კომპოზიციით შემოიფარგლნენ.
პოლ მაკარტნის კონცერტი ორსაათნახევარი გაგრძელდა. 70 წლის მუსიკოსი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა და ერთი წუთითაც არ დაუსვენია.
პოლ მაკარტნის ამერიკული ტურნე გრძელდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ის შემდეგ ქალაქებში ჩაატარებს კონცერტებს: 24 ივლისი – დეტროიტი, 26 და 27 ივლისი – მონრეალი, 31 ივლისი და 1 აგვისტო – ჩიკაგო, 4 აგვისტო – ცინცინატი.