ბიძინას უყვარს და არ ესმის, მიშას ესმოდა, მაგრამ არ უყვარდა..

ბიძინას უყვარს და არ ესმის, მიშას ესმოდა, მაგრამ არ უყვარდა..

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ფიქრები სალომე ზურაბიშვილის კვალდაკვალ

ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ამ მხრივ ნამდვილად

გამორჩეულები ვართ. მაგრამ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პატრიოტებიც ვართ?

სამშობლოს სიყვარული პატრიოტიზმის მხოლოდ ემოციური მდგენელია. მისი

რაციონალური მდგენელი სახელმწიფოებრიობის აღქმა, მისი პატივისცემაა. თუ

რომელიმე არ გაქვთ, თქვენი პატრიოტიზმი ხეიბარია. 

ბიძინა ნამდვილი ქართველია, რომელსაც უყვარს და არ ესმის, პატივს არ სცემს. 

მიშა ამ გაგებით არ იყო ქართველი. მას ესმოდა, მაგრამ არ უყვარდა. 

ორივეს პატრიოტიზმი კოჭლია. შედეგიც სახეზეა.

მათი ჰიბრიდი გვჭირდება, რომელსაც ესმის და უყვარს....“ - წერს გია ხუხაშვილი.