ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლიდან ლგბტ თემზე კრიტიკული პოსტის გამო გარიცხული ანზორ სვიანაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო მინდა ერთი ფაქტის შესახებ გითხრათ! ეს ქვეყანა მართლა "ჩალით" არის დახურული! ლგბტ-ების დამცველი და "გრანტებზე" მონადირე ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე ქუთაისის მერის მრჩეველი გახდა!
ეს იმ სასწავლებლის ხელმძღვანელია საიდანაც მე 2017 წლის 6 ნოემბერს ლგბტ თემზე კრიტიკული პოსტის გამო გამომრიცხეს!
ახლა კითხვა მაქვს გიორგი ჭიღვარიასთან სხვა ვერავინ შეარჩიეთ? დავიჯერო ჩემი ამბავი არ იცით? ვინც მას თანამდებობაზე დანიშნავს ის ლგბტ არის ჩვეულებრივი! დიახაც! სახელმწიფო კი არა "საღორე" გვაქვს! დღეს ისევ ნაცების მოდგმა არის მერიაში! დავიჯერო მერმა არ იცის ნაცი რომ არის?
ახლა საჯაროდ ვდებ პირობას! სანამდე შემეძლება, ყველა ჩავარდნას თუ გაუკეთებელ ადგილს ლაივებით გავშუქებ! აქამდე წვრილმანებს არ ვაქცევდი ყურადღებას!აქამდე ქუთაისში გაკეთებულ რაღაც საქმეზე გაქებდით!
ახლა? ახლა პირიქით! თქვენ საქები არ ხართ! ეს როგორ გააკეთეთ? ბატონო გიორგი ჭიღვარია? განმარტებას ხომ არ გააკეთებდით? ნაცს რატომ ინიშნავთ მრჩევლად? ანუ ნაცების დაბრუნება ხდება? თუ როგორაა ეს?
შეგახსენებთ, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტი ანზორ სვიანაძე სასწავლების დირექტორმა ნატალი პატარიძემ 2017 წლის 6 ნოემბერს გარიცხა.
სვიანაძის თქმით, დირექტორმა სექსუალურ უმცირესობებზე უარყოფითი პოზიციის სოციალურ ქსელში დაფიქსირების გამო გარიცხა, თანაც ისე, რომ პირადად არ გააფრთხილა.