პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, რომ არა პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი "გამოსვლა" მოეწყობოდა. მისივე თქმით, ბიძინა ივანაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც კანაფზე ფიქრობს და ეს იდეა ვიღაცამ შესთავაზა.
მეუფე ასევე კონკრეტულად არ ასახელებს მმართველი გუნდის იმ პირებს რომლებთანაც შეხვედრა ჰქონდა და აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი შედეგი იყო.
"თუ საჭირო გახდებოდა ერთჯერადი და მცირეხმოვანი მსვლელობა იქნებოდა, მაგრამ ყველა ნახავდა თუ რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს. ეს, რაც საქართველოში ყოფილა ბევრად დიდ გამოსვლა იქნებოდა. ივანიშვილთან ვიღაცას ხომ უნდა მიეტანა ეს იდეა. ბატონი ბიძინა არ არის ის კაცი ან კანაფზე ფიქრობდეს ან ოპიუმის ყაყაჩოზე. ვიღაცეებმა ბიზნეს გეგმა მიუტანეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო. მოისმინა და ალბათ ეტყოდა, რომ შეიძლება ეთქვა, რომ კარგიც არის. მე არ ვიცი არ დავსწრებივარ იმ საუბრებს. იჩქარეს, სულსწრაფობა ჰქვია ამას. მე იმ ადამიანებს არ დავაკონკრეტებ ვისთანაც მქონდა ის შეხვედრა 19-ში საღამოთი, ჩემთვის მთავარი შედეგი იყო. თუ მანამდე რაღაცაზე გაბრაზებული ვიყავი მერე ისევ განვეწეყვე პატივისცემით" - განაცხადა მეუფე იაკობმა "ტვ პირველთან".