პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან უფრო ადრე უნდა წასულიყო.
მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ ის თანამდებობის დატოვების შემდეგ დაუკავშირდა გიორგი კვირიკაშვილს და გაარკვია, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ანაკლიის პორტთან.
"ყოველთვის გააჩნდა თავისი პოზიციები. ვერ გეტყოდით რატომარის გაწირული? პირიქით უნდა უხაროდეს, რომ წავიდა. ცოტა ადრე წასულიყო, ალბათ უფრო მშვიდად იქნებოდა. მე მას ვიცნობ წესიერ ადამიანად და წესიერ ადამიანებს უჭირთ უმაღლეს ხელისუფლად ყოფნა. ბოლოს, რომ ველაპარაკე ვკითხე, შენზე ამბობს მონასტერში წავიდაო ? ორივემ ვიცინეთ. ისე ვიკითხე რა ხდება, თავიდან ხომ გზებზე წავიდა საუბარი და რომ ვიკითხე არა ანაკლიაზეო და აღარ ჩავძიებივარ. წავიდა წავიდა ტრაგედია არ არის, სულ პრემიერი ხომ არ იქნები" - განაცხადა მეუფე იაკობმა "ტვ პირველთან".