ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა

ვი­ღაც თაღ­ლი­თე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ახო­ცა­ვენ ხელს, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილსბ­რალ­დე­ბა და შე­საძ­ლოა მის სა­ხელს სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაც იყე­ნებ­დნენ. ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ როცა ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ ივა­ნიშ­ვილს სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვა­სა და ბიზ­ნე­სის კონ­ტროლ­ში.

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სი­გა­რე­ტის ბიზ­ნე­სის და­ლა­გე­ბა­ში ჩემ­თვის ფან­ტას­ტი­კის სფე­რო­და­ნაა. მის ინ­ტე­რე­სებ­ში ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბი არ შე­დის. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ის ვი­ღა­ცას და­უჯ­და და თამ­ბა­ქოს დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ზე ესა­უბ­რა. მინ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვუ­თხრა, ყვე­ლა­ფერ­მა მას­თან მო­ი­ყა­რა თავი, ყვე­ლა­ფე­რი მას ბრალ­დე­ბა, ბიზ­ნეს­შიც და პო­ლი­ტი­კა­შიც. ეს ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა მის­თვის. ვი­ღაც თაღ­ლი­თე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ახო­ცა­ვენ ხელს. რამე რომ შე­იც­ვლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ასეთ ადა­მი­ა­ნებს კა­ლამს ვერ გა­აგ­დე­ბი­ნე­ბენ ხე­ლი­დან და და­წე­რენ, რომ ბი­ძი­ნა აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს“, - აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.