"გიორგი ანწუხელიძის სახელით არ ჩაგატარებინებთ შეხვედრას"- სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში პროტესტით დახვდნენ

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ „დამოუკიდებელ“ კანდიდატს ზუგდიდში პროტესტით დახვდნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სადაც სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას უნდა შეხვდეს მოქალაქეების შერჩევით შეყვანა ხდება. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და შენობაში მხოლოდ საჯარო მოხელეებს უშვებენ.

„ქალბატონო სალომე, გიორგი ანწუხელიძის სახელით არ ჩაგატარებინებთ შეხვედრას.“- განაცხადა ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ. მოქალაქეები ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.