ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ორი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა: აკვრაში მან 264 კგ აწია, რაც მსოფლიო რეკორდია. ორჭიდის ჯამში კი 478 კგ, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია.
ლაშა ტალახაძე მძიმე წონაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში გუშინწინ დაიწო და დღეს სრულდება.
შეგახსენებთ, რომ რეკორდის ოფიციალურად ჩასათვლელად, ის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ (მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა) ან კონტინეტურ ტურნირზე უნდა დამყარდეს.