"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ფლაერები ზუგდიდში საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა დაარიგა.
რულოვსი ზუგდიდის ქუჩებში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებთან ერთად იყო საარჩევნო კამპანიაში ჩართული. სანდრა რულოვსის თქმით, ყველაზე მეტი შეკითხვა მოსახლეობამ სოციალური პირობების გაუმჯობესენაზე დაუსვა.
"უკვე აღარ შეიძლება, ქვეყანა იშლება, ადამიანები იძახიან, რომ მთავრობა არ გვყავს. ამბობენ, რომ მიშა ჩამოვიდეს, დაგვეხმაროს. მეთქი ჯერ ძალა ვაჩვენოთ და ჩამოვა აუცილებლად დასახმარებლად. უკვე გარდაუვალ სიტუაციაში იმყოფება ქვეყანა. ჩვენი მტერისთვის ძალიან ადვილია, რომ ასეთ ქვეყანაში სიტუაცია აურიოს და ურევენ კიდევაც. ჩვენ ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ და ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა."- განაცხადა სანდრა რულოვსმა.