აშშ-ში, ტეხასის პოლიციამ პორტში აღმოაჩინა ბანანის ტვირთი, რომელსაც მფლობელმა რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიაკითხა. ყუთების გახსნის შემდეგ, ბანანების ქვეშ კოკაინი იპოვეს. ამის შესახებ Foxnew-ი წერს.
ნარკოტიკული საშუალება 540 შეკვრაში იყო დაფასოებული და პოლიციის ინფორმაციით, კოკაინის საერთო ღირებულება $18 მილიონამდე აღწევს.