ცნობილია რატომ ატარებენ პანდები ცხოვრებას მარტოობაში

ცნობილია რატომ ატარებენ პანდები ცხოვრებას მარტოობაში

მეცნიერებმა დიდი პანდების ერთმანეთთან ურთიერთობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ პარტნიორის გარჩევის შეზღუდული უნარი მათ ხელს უშლის გამრავლებაში. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პანდები ერთმანეთს დამახასიათებელი ბგერებით არჩევენ და ისიც მხოლოდ 20 მეტრის დისტანციაზე. ამის შესახებ BBC წერს. 

აღმოჩნდა, რომ პანდას მდედრის ან მამრის გარჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ცხოველი 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდება. ბევრ ცხოველს ამ მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს: მაგალითად სპილოები ერთმანეთთან კილომეტრიანი დაშორებითაც ურთიერთობენ. 

მეცნიერებმა პანდების ბგერები ჩაიწერეს და მოსინჯეს, თუ როგორ ისმოდა ის ბამბუკების ტყეში. აღმოჩნდა, რომ პანდებს მხოლოდ ახლოდან შეუძლიათ გაარჩიონ პარტნიორი მდედრია თუ მამრი და ასევე შეხვედრიან თუ არა ისინი ერთმანეთს მანამდე.

ამ საკითხს მეცნიერები დიდხანს სწავლობდნენ და ბოლომდე არ იყო ცნობილი, თუ რატომ ატარებენ ეს ცხოველები ცხოვრების დიდ ნაწილს მარტოობაში.