რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ავსტრალიელმა $80 ათასის ღირებულების ოქრო იპოვა

რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ავსტრალიელმა $80 ათასის ღირებულების ოქრო იპოვა

ავსტრალიაში, გოლდფილსის რეგიონის ჩრდილოეთით, კაცს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ლითონის დეტექტორით ეძებდა ოქროს, ოცნება აუსრულდა და იპოვა თვითნაბადი ოქროს ზოდი, რომლის ღირებულებაც $80 ათასს აღწევს. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. 

„როცა მის ამოთხრას მოვრჩი, ვთქვი, „ღმერთო ჩემო!“. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, იპოვო თუნდაც სულ მცირე ზომის  ოქროც. ცხადია, ეს შემთხვევა ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულია“ - ამბობს კაცი. 

მისივე თქმით, ოქროს ამოსაღებად ორ საათზე დიდი დრო დასჭირდა, რადგან არ სურდა მისი დაზიანება  და თიხიანი ნიადაგი დაახლოებით 80 სანტიმეტრის სიღრმეზე გათხარა. 

ორი კვირის წინ დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ კალგურლთან ახლოს, ნიკელის საბადოში მუშებმა იპოვეს ორი ლოდი, რომელიც $11 მილიონად შეფასებულ ოქროს შეიცავს.