რუსეთის ქალაქ ზაინსკში სასულიერო პირმა ავტობუსი ეკლესიად გადააკეთა. მამა ანდრეის ავტობუსში ყველაფერი აქვს, რაც ღვთისმსახურებისთვის სჭირდება, მათ შორის გუმბათი და ზარებიც კი.
ბორბლებიანი ეკლესია ერთდროულად 50-მდე მორწმუნეს იტევს. მამა ანდრეი იმ სოფლებში მიდის, სადაც ეკლესია არ არის და ტრანსპორტიც ცუდად დადის.
ზაინსკის მოძრავი ეკლესიის შესახებ ინფორმაცია Euronews-ის სიუჟეტში მოხვდა.