ინციდენტი, რის გამოც ტელეგადაცემა შეაჩერეს: „თქვენ ხართ ადამიანების გამაუპატიურებლები!“

ინციდენტი, რის გამოც ტელეგადაცემა შეაჩერეს: „თქვენ ხართ ადამიანების გამაუპატიურებლები!“

„ვერასდროს ვერ დაბრუნდებით თქვენ... ქალბატონი აღარ ხართ, თქვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხართ“, - ასე მიმართა საინიციატივო ჯგუფის წევრმა კობა დავითაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მაია ორჯონიკიძეს „ტვ პირველის“ ეთერში, რაზეც ორჯონიკიძემ უპასუხა: „მე ვარ ჩვენი ქვეყნის წარმომდგენელი“.

კობა დავითაშვილი კი ამაზე ფეხზე წამოიჭრა და ემოციურად მიმართა: „თქვენ ქვეყანა არასდროს ყოფილხართ, ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში. თქვენ ხართ ადამიანების გამაუპატიურებლები და თქვენი დრო ამოიწურა საქართველოში.“