მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ პირველი კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა.
"რაღაცები დაიწერა. ჟურნალისტები ძალიან ცუდად იქცევიან, როდესაც გაავრცელეს, რომ მე რაღაც პოლიტიკური პოზიცია შევიცვალე და ვიღაცას ვუჭერ მხარს და ა.შ. თქვენ გინახავთ სადმე ჩემი განცხადება?“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ ტელეკომპანია “იბერია”-ს ეთერში.