საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე მოვლენებზე ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ის ჩავიდა თურქეთში და თავის საჯარო გამოსვლალში სტამბულს რამდენიმეჯერ უწოდა კონსტანტინოპოლი, მაშინ თურქეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, მაშინ შემხვდა პრეზიდენტი და მითხრა, აღარასდროს დაგვანახო თვალით ეს ქალიო, იყო თუ არა ეს რუსეთის საქმის გაკეთება?
ეს იყო დაულაგებელი ქალბატონი, რომელიც შუა ვიზიტის დროს გაქრებოდა სადღაც, თავის თავზე მიიწერა რუსეთის ბაზების გაყვანა, იტყუება სულ, მაგალითად თქვა, რომ გადადგა მინისტრობიდან გირგვლიანის საქმის გამო, ყველაფერი არეული აქვს, სულ იტყუება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.