თბილისის სავიზიტო ბარათი უახლოესს მომავალში ახალ ფუნქციებს შეიძენს. ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულეს.
"კომერსანტის" ცნობით, ყველაზე დიდი ინტერესი სატელევიზო კოშკზე მოძრავი რესტორნის მშენებლობას მოჰყვა. ესტონური კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მბრუნავი რესტორნის მოძრაობის სავარაუდო სიგრძე 106მ, სავარაუდო მოძრაობის სიჩქარე კი 30 მმ/წმ (ერთი მთლიანი ბრუნი ერთ საათში).
ზღვის დონიდან 719 მეტრის სიმაღლის მთაზე მდგარ კონსტრუქციაზე საგამოფენო სივრცეც განთავსდება.