სილამაზის სალონებში ნაწლავის ჩხირი დაფიქსირდა

სილამაზის სალონებში ნაწლავის ჩხირი დაფიქსირდა

აჭარაში ზედამხედველობის სამსახურმა სტომატოლოგიური კლინიკები და სილამაზის სალონები დააჯარიმა,  

მიზეზი სალონებსა და სტომატოლოგიურ კაბინეტებში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზები, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სტერილიზაციის წესების დარღვევა გახდა.

კერძოდ, ქობულეთში 5 სტომატოლოგიური კლინიკა არასტერილური ინსტრუმენტების გამო დაჯარიმდა. სალონებში კი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დარღვეული.

ბათუმში შემოწმებული 50 სილამაზის სალონიდან რამდენიმე მათგანში ნაწლავის ჩხირი დაფიქსირდა. 

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევებია მაღალმთიან აჭარაშიც. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ხულოში გაფრთხილება სამ სალონს მისცეს. დარღვევების აღმოსაფხვრელად ასევე ვადა მიეცა ქედასა და შუახევში მოქმედ სილამაზის სალონებსაც.

სილამაზის სალონის რამდენჯერმე დაჯარიმების შემთხვევაშიც კი მერიას დაწესებულების დახურვის უფლება არ აქვს.