სალომე ზურაბიშვილი ძველ ხის სახლს ეძებს

სალომე ზურაბიშვილი ძველ ხის სახლს ეძებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რაჭაში ეძებს ხის სახლს, რადგან იქ ცხოვრების შემთხვევაში, უკეთ გაიგებს იმ პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.

“თუ ამირჩევთ, 6 წლით და ეს არის ძალიან დიდი დრო, რომ მე ვიყო თქვენი წარმომადგენელი – მთავრობასთან, პარლამენტთან. ვაპირებ აქ რომ ჩამოვიდე და სხვათა შორის ვეძებ ერთ ძველ ხის სახლს, მშვენიერ რაჭულ სახლს. პრეზიდენტი ჩამოვა, იცხოვრებს თქვენთან და მოისმენს იმ პრობლემებს, რომლებიც არ შეიძლება, რომ გაიგო, თუ არ ხარ ადგილზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია 16 აგვისტოს, დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო.