თურქი მსახიობი ემრე კიზილირმაკი, რომელიც ქართველ მაყურებელს სერიალ „შავი ფული და სიყვარულში“ შესრულებული ლევენთის როლიდან ახსოვს, საქართველოში იმყოფება. ამის ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზე გავრცელდა, გავრცელებული ინფორმაციით მსახიობის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ახალი ფილმის გადაღებაა, რომელშიც ის ნინი ბადურაშვილთან ერთად მონაწილეობს. ფილმს სავარაუდოდ "ხიდი" ჰქვია. დღეს მსახიობმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გაავრცელა სადაც ის ქართველ რეჟისორთან ერეკლე ბადურაშვილთან ერთად არის გადაღებული.