რუსუდან შარაძე: სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არაა პრეზიდენტობის კანდიდატი...

რუსუდან შარაძე: სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არაა პრეზიდენტობის კანდიდატი...

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არაა პრეზიდენტობის კანდიდატი, ის ჩემი ოჯახისთვის სალომე ზურაბიშვილია და მორჩა!

,,ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ჩემთვის უკვე მოკვდა. მიუხედავად ამისა, ყოვლად გულისამრევად და სამარცხვინოდ მიმაჩნია ის, რაც ხდება:

გასაოცარი დემოკრატიისა და შემწყნარებლობის ქვეყანაში, სადაც უმრავლესობას პრეტენზია აქვს პროგრესულობაზე, ყველა - დიდი, პატარა, ქალი, კაცი, მორწმუნე, ურწმუნო, რუსეთუმე, ლიბრალი, კაბიან-მირონიანი-ბერი-ერი, - ორღობის დედაკაცებივით დგანან და პირდაპირ, არც მეტი, არც ნაკლები, იწყევლებიან!

სწორედ, რომ ზემოდან უნდა გიყურონ ,,დაფრანგულებმა“, აბა ქვემოდან მტერმა გიყურათ თქვენ“ - წერს რუსუდან შარაძე და ფოტოს აქვეყნებს.