ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტები რუსეთში 4-ჯერ გაიზარდა

ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტები რუსეთში 4-ჯერ გაიზარდა

ბოლო სამ წელში სამოქალაქო აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები რუსეთში 4-ჯერ გაიზარდა. 2015 წელს 21 ასეთი ფაქტი იქნა რეგისტრირებული, 2018 წელს კი 80. ასეთი მონაცემებია იურიდიული სამსახურის „პროტესტის ანალოგია“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 2014 წლის სექტემბრიდან ასეთი 209 ფაქტი დაფიქსირდა. ყველაზე სახიფათო რეგიონებად კი მოსკოვი (52 შემთხვევა), სანკტ პეტერბურგი (23 შემთხვევა) და კრასნოდარის მხარე (15 შემთხვევა) დასახელდა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად თავდასხმის სამიზნეები ალექსეი ნავალნი, მიხაილ კასიანოვი და მათი მხარდამჭერები გახდნენ.

რუსეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები განიცდიან ძალადობას არა მარტო პოლიციის მიერ დაკავების დროს, არამედ ხდებიან პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მსხვერპლებიც, ისეთი დაჯგუფებებისგან, როგორიცაა НОД, SERB და კაზაკები, რომლებიც მოქმედებენ ან ხელისუფლების მითითებით, ან მათი მდუმარე თანხმობით.