გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ სტუმრობდა ვანო ჩხარტიშვილს ოზურგეთში. როგორც ირკვევა, ამ თავყრილობას ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელიც ესწრებოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ შეხვედრა არასწორად გაშუქდა და ჟურნალისტების ტენდენციურობით ძალიან აღშფოთებულია:
"ბიძინა ორი-სამი საათი თუ იქნებოდა, შინაურული შეკრება გვქონდა. თუნდაც მთელი კვირა იქ ყოფილიყო, რა მაგათი საქმეა?! ბავშვივით ხომ ვერ დავიწყებ დედის დაფიცებას, რომ იქ ნამდვილად ფოლკლორის ცენტრის გახსნა ვიზეიმეთ?! საერთოდ არ ყოფილა "იბერიის" ხსენება, კაცობას, ჩემს ქვეყანას გეფიცებით! ამბობენ, მოიტყუეს თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს!
შვილებს გეფიცებით იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით…
"ბასიანის" ბიჭები იყვნენ ჩვენთან ერთად. ბიძინა ცოტა გვიან შემოგვიერთდა…
"იბერიის" წილებზე საუბარი სდომოდათ, მე რისთვის დამისწრებდნენ, რა შუაში ვიყავი?! ისე კარგი გამახსენეთ, თუ ასე ყველა ითხოვს, მეც მოვითხოვ "იბერიიდან" და წამოვიღებ წილებს… ვაი დედასაა!
მე გახლდით თამადა… ოღონდ წამლებს ვსვამ და ღვინო ვერ დავლიე. ბიძინა ივანიშვილის ვაჟი – ბერა დავლოცეთ, რომელიც ახლა გაბედნიერდა. ბიძინა ძალიან გახარებულია, აქებდა გადასარევი ოჯახიშვილიაო" - განიცხადა "კვირის პალიტრას" ჭკუასელმა.