„ეგ მიმართვა საერთოდ არ მეხება“ - მეუფე იაკობი პატრიარქის განცხადებაზე

„ეგ მიმართვა საერთოდ არ მეხება“ - მეუფე იაკობი პატრიარქის განცხადებაზე

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირებს მოუწოდა თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. პატრიარქის განცხადებას ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი გადაცემა „რეაქციაში“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უწმინდესის მიმართვა მას არ ეხებოდა:

"მე ყოველდღე ვხვდები უწმინდესს და ეგ მიმართვა საერთოდ არ მეხება, მე ვარ ის ადამიანი, ვინც პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ასრულებს. გამახვილებული იყო ყურადღება მათზე პოლიტიკურ განცხადებებს ვინც აკეთებენ. ჩემს თემაზე ქალბატონ სალომეს არ ჰქონია გამოხმაურება. თქვა, რომ მეუფეს რაც უთხრეს, იმაზე გასცა პასუხი. მე იუმორით გავეცი პასუხი, ნახეთ თქვენ. ნუ მაბრალებენ რაღაცებს. მღვდელმთავარი სრულიად დამოუკიდებელი პიროვნებაა. მას თავის ეპარქიაში აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. სინოდს შეუძლია აუკრძალოს. პატრიარქი ყველა ჩვენგანის მამაა, როგორ შეიძლება მას არ დაუჯეღო?! მე როცა რაღაცას მეუბნება ყოველთვის ვიღებ. ზომიერების ფარგლებში უნდა ჩაჯდე", - განაცხადა მეუფე იაკობმა გადაცემა "რეაქციაში".