ფრანგ მხატვრებს კომპიუტერული ალგორითმით რენესანსის დროინდელი შედევრის შექმნა სურთ

ფრანგ მხატვრებს კომპიუტერული ალგორითმით რენესანსის დროინდელი შედევრის შექმნა სურთ

ხელოვნური ინტელექტის მხარდამჭრები ინოვაციურ პროექტს იწყებენ. პარიზელი მხატვრების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კომპიუტერული ალგორითმით ისეთივე შედევრის შექმნა შეიძლება, როგორიც წლების წინ, რენესანსის ან იმპრესიონიზმის პერიოდში იქმნებოდა. ამის შესახებ Daily Motion-ი წერს. 

იდეის ავტორები ამბობენ, რომ ასეთმა ნამუშევრებმა შესაძლოა საუკუნეების შემდეგ ან სულაც უახლოეს მომავალში პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში საპატიო ადგილი დაიკავოს.

უკვე ცნობილია, რომ კომპიუტერული ალგორითმით შექმნილი ნიმუში ოქტომბერში კრისტის აუქციონზე გაიყიდება.

ამ ეტაპზე მკვლევარები ალგორითმის დახვეწასა და განვითარებაზე მუშაობენ, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ მეტად რეალისტური გამოსახულების მიღებას შეძლებენ.