რა შეუთავალა ივანიშვილმა საპატრიარქოს - რეგულაციები სასულიერო პირებისთვის

რა შეუთავალა ივანიშვილმა საპატრიარქოს - რეგულაციები სასულიერო პირებისთვის

მას შემდეგ, რაც ეკლესიამ მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტი გააპროტესტა და მწვავე განცხადებებიც გააკეთეს, სასულიერო პირებს მედიასთან კომუნიკაცია და ამ თემაზე საჯარო განცხადებების გაკეთება აუკრძალეს. 

„ნიუპოსტს“ წყარო ეუბნება, რომ ამ თემამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გააღიზიანა და საპატრიარქოს შეუთვალა, რომ აღნიშნულ საკითხზე აღარ ეაქტიურა. წყარო იმასაც ამბობს, რომ საჯარო სივრცეში გამოჩენის ნება მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირს მიეცა, თუმცა აღნიშნული რეგულაცია სიტყვიერია და მას წერილობითი სახე არ აქვს.