"ომეგა ჯგუფთან" დაკავშრებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებსა და ბიზნეს წილების გადანაწილებაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ინტერესებზე საუბრობს გია ხუხაშვილი. ექსპერტი შეუძლებლად მიიჩნეევს, ივანიშვილის მონაწილეობას "თამბაქოს დისტრიბბუციაში" და ამბობს, რომ ეს ფანტასტიკის სფეროდანაა.
„ბიძინა ივანიშვილ მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა. მის ინტერესებში ასეთი წვრილმანები არ შედის. ვერ დავიჯერებ, რომ ის ვიღაცას დაუჯდა და თამბაქოს დისტრიბუციაზე ესაუბრა. მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, ყველაფერმა მასთან მოიყარა თავი, ყველაფერი მას ბრალდება, ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა მისთვის. ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს. რამე რომ შეიცვლება ამ ქვეყანაში, ასეთ ადამიანებს კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან და დაწერენ, რომ ბიძინა აკეთებდა ყველაფერს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“