ელისო კილაძე: „შეგნებულ პროვოკაციაზე იწვევთ ქისტებს? ჭკუის მომკითხავი დაგრჩათ მანდ ვინმე, ხელისუფლებას?!“

ელისო კილაძე: „შეგნებულ პროვოკაციაზე იწვევთ ქისტებს? ჭკუის მომკითხავი დაგრჩათ მანდ ვინმე, ხელისუფლებას?!“

22 სექტემბერს ხელისუფლება დუისში „პანკისობა 2018 " ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.

„რა გეზეიმებათ? რა ფოლკლორული ანსამბლების საღამო? მალხაზ მაჩალიკაშვილს რას ეუბნებით?

ხეობაში სასტიკად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის გლოვა დასრულდა? შეგნებულ პროვოკაციაზე იწვევთ ქისტებს? ჭკუის მომკითხავი დაგრჩათ მანდ ვინმე, ხელისუფლებას ?!