19 სექტემბერს, რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში ერთმანეთშ ყაბარდოელი და ბალყარელი ახალგზარდები დაუპირისპირდნენ, რასაც სროლაც მოჰყვა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ოფიციალური ვერსიით, ყაბარდოელი ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ცხენებით გაემართა მთა "კანჟალის" მიმართულებით, რათა აღენიშნათ 1708 წელს ყირიმელ თათრებთან გამართული ბრძოლის წლისთავი.
მათი მარშრუტი ბალყარელთა სოფელ კენდელზე გადიოდა. სოფლის ახალგაზრდობამ სოფლის გზები გადაკეტა და ყაბარდოელებს შემოვლითი გზით წასვლა მოუწიათ.
ეს ამბავი მეზობელ ყაბარდოელთა სოფელ ზაიუკოვოში შეიტყვეს, რომლის მაცხოვრებლებიც შეიკრიბენ და კენდელის ცენტრში ნაცინალისტური და მუქარის შეძახილებით გაიარეს, რასაც ზ.ა. შეტაკება მოჰყვა.
საინფორმაციო პორტალ kavkazcenter.com-ის ინფორმაციით, ადგილობრივები სხვა ისტორიას ყვებიან:
200 ცხენოსანი ყაბარდოელიდან კენდელამდე მხოლოდ 10-12 ცხენოსანი მივიდა. სოფელში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ხოლო ყაბარდოელტა და ბალყარელთა შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში რუსული სპეცრაზმი შევიდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ყაბარდოელების დასაცავა მოვიდნენ.
სპეცრაზმმა გზა გადაკეტა, რის შემდეგაც სოფლის მცხოვრებლები ამბის გასაგებად ქუჩაში გამოვიდნენ. ამასობაში, ყაბარდოელთა და ბალყარელთა რიგებში არსებული პროვოკატორების ქმედებების შედეგად ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვრცელდებოდა ხმები, რომ ყაბარდოელები არ ატარებენ ბალყარელებს და ბალყარელები სანაცვლოდ შურისძიებას აპირებდნენ.
ყაბარდოელთა შორის მყოფმა პროვოკატორებმა ხმები მეზობელ სოფელ ზაიუკოვოშიც მიიტანეს და მოსახლეობას მოუწოდეს, კენდელისკენ დაძრულიყვნენ. პარალელურად სოცქსელებშიც გამოჩნდა პროვოკაციული განცხადებები.
შემდგომი მოვლენები კლასიკური რუსული სცენარით წარიმართა - სოფლის ცენტრში შეკრებილი ორივე დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენა, გაისმა სროლები და რამდენიმე ადმიანი დაიღუპა.
აღნიშნული კონფლიქტი ნალჩიკსა და ბაქსანზეც გავრცელდა და ყაბარდოელთა და ბალყარელთა შორის დაპირისპირებები იქაც მოხდა.