ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტის სხდომაზე. უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ევროპული საქართველოს“ წევრებს, ჯერ ელენე ხოტარიას, შემდეგ კი გიგა ბოკერიას, რასაც დაპირისპრიება მოჰყვა.
მომხდარს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა:
„რას ერჩით ამ კაცს ნიჭიერი მსახიობია. ერთნაირად კარგად თამაშობს რუსი პუტანკის და თბილისელი ძველი ბიჭის როლს. ახლა ამაზე მეტსაც ნუ მოვთხოვთ“ - წერს უგულავა.