მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და ერთ უცნაურ შეკითხვას უსვამს:
"ერთი ჩემთვის ამოუცნობი კითხვა მინდა დავუსვა საზოგადოებრივ მაუწყებლს და მოხარული ვიქნები თუ ოდესმე გამოასწორებენ ამ ამბავს.
ზუსტად მე-5 წელია სპორტის სასახლეში ჩვენი კალათბურთის ნაკრების, ჩვენი საამაყო ბიჭების საგულშემატკივროდ მივდივარ სპორტის სასახლეში და საქართველოს ჰიმნს ვმღერი, 10 000 კაცი მღერის ამ ჰიმნს ჩემთან ერთად. რითიც შეგვიძლია მუხტს ვაძლევთ ჩვენს ბიჭებს მეც და დამსწრე საზოგადოებაც.
ნუთუ ზრდილობის გამო მაინც კადრში რომ გამომაჩინოთ, ეს რამე სირთულეს წარმოადგენს? რა დამოკიდებულება გაქვთ ვერ გავიგეю მე მგონი ეგეთი მახინჯიც არ ვარ. რას იტყვით? ცოტა სირცხვილია, მე მგონი!" - წერს ნიჟარაძე.