"ფული" არძინბას გამოსახულებით - ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის "ბანკნოტები" მოჭრეს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გა­ნა­ცხა­და, რომ თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ქა­ღალ­დის ბანკნო­ტე­ბი მო­იჭ­რა, ინ­ფორ­მა­ცი­ას osinform.org ავ­რცე­ლებს.

ე.წ. ბანკნო­ტის ნო­მი­ნა­ლი 500 „აფ­სა­რია“ . „ფუ­ლის“ გა­მოშ­ვე­ბა „აფხა­ზი ხალ­ხის სა­მა­მუ­ლო ომში გა­მარ­ჯვე­ბის 25 წლის­თავს“ ეძღვნე­ბა და მას­ზე ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბაა გა­მო­სა­ხუ­ლი.

ე.წ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბეს­ლან ბა­რა­თე­ლია ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი „ქა­ღალ­დის ბანკნო­ტე­ბის“ გა­მოშ­ვე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა არა მხო­ლოდ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ბან­კის­თვის, არა­მედ „მთე­ლი რეს­პუბ­ლი­კის­თვის“.

ბა­რა­თე­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ბანკნო­ტე­ბი“ მი­მოქ­ცე­ვა­ში 2018 წლის 29 სექ­ტემ­ბრი­დან ჩა­ეშ­ვე­ბა.