ფრაზა “ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას“ ტაილანდში ექსპერიმენტულად დაამტკიცეს.
ერთ-ერთ კორპორაციულ წვეულებაზე ხელმძღვანელმა სარფიანი და ამავდროულად საშიში შეთავაზება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ვინც ტბორში გადახტებოდა, სადაც ნიანგები იყვნენ, სერიოზულ ფინანსურ ჯილდოს გადასცემდნენ. თუ ცოცხალი გადარჩებოდა იმ პიროვნებას 5 მილიონი დოლარით დაასაჩუქრებდნენ, ხოლო ვინც დაიღუპებოდა, მის ოჯახს 2 მილიონს გადასცემდნენ.
მოულოდნელად ერთი პიროვნება გადახტა, რომელსაც ტბორში მყოფი ყველა ნიანგი ერთად გამოეკიდა. კაცი ყველა ნიანგს გაურბოდა, წამოწეულებს ურტყამდა, კბენდა, ამტვრევდა, ზოგს საკუთარ სხეულს პირიდან აცლიდა და 30 წუთის შემდეგ როგორც იქნა დაუსხლტა, ამოძვრა და დაიღრიალა: რომელმა გარეწარმა მკრა ხელი?! – როგორც გაირკვა, ადამიანი, რომელმაც იგი ტბორში გადააგდო, მისი მეუღლე იყო. ალბათ, აქედან იღებს სათავეს გამოთქმა: ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას!