საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ თათია შარანგიას საავტორო გადაცემა ,,სთორიში“ ყურადღება გაამახვილა მშობლისა და შვილის ურთიერთობის პრობლემატიკაზე, მან აღნიშნა, რომ ხშირად ბავშვები მეტად ჩაკეტილები არიან, მშობლებს კი დრო არ რჩებათ შვილებთან საურთიერთოდ.
პირველი ლედი მოზარდებში სუიციდის შემთხვევების ზრდა უკავშირებს სწორედ შვილებსა და მშობლებს შორის არასწორ კომუნიკაციას, ასევე აღნიშნავს დედების განსაკუთრებულ როლს.
“ის ცოტა დრო, რაც გაგაჩნია, მაქსიმალურად უნდა მივუძღვნათ ჩვენ შვილებს, აბა რატომ ვაჩენთ? რომ ესე გავუშვათ? ასე ხომ საბავშვო სახლებშიც აბარებენ, რამხელა ტრაგედიაა, ტრაგედიაა როცა ბავშვებს არა აქვთ მშობლების სითბო”, – აღნიშნა პირველმა ლედიმ.