"მონაზვნის წყევლას" ქართულად არ გაახმოვანებენ - რა გახდა მიზეზი?

ფილმს - "მონაზვნის წყევლა" ქართულად არ გაახმოვანებენ. ამის მიზეზად კინო საქართველოს ადმინისტრაცია "მორწმუნეთა გრძნობებს" და "რელიგიის შეურაცხყოფას" ასახელებს  და ფეუსბუქზე განცხადებას ავრცელებს:

"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.

ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე." ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.