საბავშვო ბაღი “ქართული ოცნების” ტორტით და ატრიბუტიკით გაიხსნა

საბავშვო ბაღი “ქართული ოცნების” ტორტით და ატრიბუტიკით გაიხსნა

ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კორცხში 17 სექტემბერს ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნას. აღსაზრდელებს და მშობლებს ბაღში "ქართული ოცნების" ტორტი, ატრიბუტიკა და მაღალჩინოსნები დახვდათ.

საბავშვო ბაღი ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს. ბაღის გამგე, მიმოზა დამენია ამბობს, რომ მმართველი პარტიის ტორტი სწორედ მათ საპატივცემოდ გამოაცხეს.

"კომენტარის გარეშე! ამის მეტი საქმე არ გაქვთ ჟურნალისტებს, სხვა რამეზე რომ გაამახვილთ ყურადღება?! ეს იყო დიდი მოვლენა, რომელიც იშვიათად ხდება - ეს იყო და ეს! იქ მარტო ქართული ოცნების დროშა კი არ იყო, იქ იყო სახელმწიფოს და რაიონის დროშაც! მთავრობაში ახლა ქართული ოცნებაა და ამიტომ იყო ამ მთავრობის დროშა! ღონისძიების მთავარი ატრიბუტი იყო ჩვენი ბავშვები და ზღაპრული შენობა, რომელიც გაგვიკეთეს," - ამბობს მიმოზა დამენია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, კირცხის საბავშო ბაღის პროექტის ღირებულებამ 222 702 ლარი შეადგინა. ახალი საბავშო ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. საკრებულოს განცხადებით, შენობა თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.