რამდენი ადამიანი ჩაიჭრა 2018 წელს მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე

რამდენი ადამიანი ჩაიჭრა 2018 წელს მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე

2018 წლის პირ­ველ ცხრა თვე­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე 154 143 გას­ვლა და­ფიქ­სირ­და, სა­ი­და­ნაც 108 751 შემ­თხვე­ვა­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი ჩა­იჭრ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ი­თხო­ვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 71%-ს შე­ად­გენს.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე კი სულ 82 992 გას­ვლა და­ფიქ­სირ­და, სა­ი­და­ნაც 36 941 შემ­თხვე­ვა­ში, რაც 45%-ს შე­ად­გენს, შე­სა­ბა­მის­მა პი­რებ­მა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა ვერ შეძ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ წელს, 2017 წელს პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე 245 053 გას­ვლა და­ფიქ­სირ­და, რომ­ლის 69%-ის (170 176 ) შემ­თხვე­ვა­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი ჩა­იჭრ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ო­რი­ულ გა­მოც­დას, შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს გა­მოც­და­ზე გას­ვლის 143 854 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, სა­ი­და­ნაც 44%-ის შემ­თხვე­ვა­ში (63 195) შე­სა­ბა­მის­მა პი­რებ­მა მისი ჩა­ბა­რე­ბა ვერ შეძ­ლეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახა­ლი წლი­დან მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დე­ბი კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა. კერ­ძოდ, გა­მოც­დის მოქ­მე­დი სის­ტე­მით ჩა­ბა­რე­ბას­თან ერ­თად, შე­სა­ბა­მის პი­რებს მისი გავ­ლა ქუ­ჩებ­ში, რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც მო­უ­წევთ.