სტამბოლში აზერბაიჯანის იუსტიციის ყოფილი მინისტრის შვილი ჩაცხრილეს

სტამბოლში აზერბაიჯანის იუსტიციის ყოფილი მინისტრის შვილი ჩაცხრილეს

გუშინ სტამბოლში ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ილიას ისმაილოვის შვილი, ეტიმად ისმაილოვი ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს,

ბოლო წლებში ეტიმად ისმაილოვი სტამბოლში ბიზნესით იყო დაკავებული, ის ცნობილი აზერბაიჯანელ-თურქი ჟურნალისტის სევილ ნურიევას ქმარი იყო, რომელიც ერდორანთან დაახლოებულ პირად ითვლება.

თურქული მედიის ცხნობით ეტიმად ისმაილოვი გეზალ დამიროვმა მოკლა- რომელიც ბაქოს სურახანის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსია. პირველადი მონაცემებით, კონფლიქტის მიზეზი ბიზნესი იყო. თურქეთის პოლიციამ გეზალ დამიროვი უკვე დააკავა.