ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვალენსიასთან წითელი ბარათი მიიღო. მსაჯმა ის მოედნიდან 29 წუთით დაითხოვა. ფელიქს ბრიხმა ჩათვალა, რომ რონალდუმ მეტოქეს, ჯეისონ მურილიოს სახეში დაარტყა და მას წითელი ბარათი აუწია. რონალდუმ მოედანი ცრემლებით დატოვა.
ეს რონალდუს პირველი მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალიდან“ “იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ. ფეხბურთელს მომდევნო, 2 ოქტომბრის მატჩის გამოტოვებაც მოუხდება „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ.
შეხვედრა ვალენსიასთან იუვენტუსის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გოლი 45-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა გაიტანა.