ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგენდარული მოცეკვავე გარდაიცვალა. ის პირველი აფროამერიკელი ბალერონი იყო, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. არტურ მიტჩელი 84 წლისა, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
ბიჭმა, რომელიც ჰარლემში გაიზარდა, მოგვიანებით ჯორჯ ბალანჩინის ხელძღვანელობით წამყვანი პარტიები შეასრულა. ის 50-იან და 60-იან წლებში ნიუ-იორკში ბალეტის ყველაზე ცნობილი მოცეკვავე გახდა.
თავის მთავარ მიღწევად მიტჩელი აფროამერიკელი ხალხის ბალეტის სანახავად მიყვანას ასახელდება. მოგვიანებით მან ჰარლემში საბალეტო სკოლაც გახსნა.